1

ხიდს გადავედით და მაღლა პატრა ბორცვზე ავედით, სადაც ბევრი ბასრი ბუჩქი იზრდებოდა. ზემოთ ლიანდაგი იწყებოდა. საღამოვდებოდა. ტყუპები ვისთან ერთადაც მოვდიოდი იქვე რკინის ღობესთან შეჩერდნენ. ლიანდაგის ქვემოთ, მარცხენა მხარეს გზა იყო ვიწრო და ტყე. ტყიდან ხალხი გამოდიოდა და ტყუპები მათ გამოელაპარაკნენ. მე წინ გავბოდიალდი, ვიფიქრე ლიანდაგის გზას გავყვებითქო, ბოლომდე სანამ მზე არ ამოვა. ცოტა შემეშინდა  როცა წარმოვიდგინე წინ მომავალი მატარებელი, იმის შემეშინდა რომ წინ  გზაზე არც მარჯვნივ არც მარცხნივ გადასახტომი აღარ იქნებოდა. ამ დროს ტყუპებმა დამიძახეს და მოვტრიალდი. მათთან ერთად მაღალი ქალი იდგა, კბილებზე რკინები ჰქონდა და ძალიან სასიამოვნოდ საუბრობდა ტყუპებთან. მე მივუახლოვდი. ქვემოდ ტყესტან ხალხი იმატებდა და მრავლდებოდა. რაღაცაზე უკმაყოფილოები იყვნენ და ნელ ნელა ზემოთ ამოდიოდნენ ლიანდაგთან. კბილებზე რკინები ძალიან მომეწონა და ორჯერ ვუთხარი. ერთხელ იქ ლიანდაგებთან და მეორედ აქ ჩემთან ოთახში. მერე ჩამოვჯექი ორჯერ ერთხელ ჩემ სკამზე და მეორედ იქვე ლიანდაგზე, სახით ტყისკენ, ჩემ ზურგს უკან ცა იყო და ღამდებოდა. ხალხი უფრო და უფრო მატულობდა. ლიანდაგი გაივსო ხალხით და წინ რომ გავიხედე მივხვდი რომ გასეირნება აღარ გამოვიდოდა.
2

ლიანდაგის გზა სავსე იყო ხალხით. ლიანდაგზე მატარებელი იდგა. ყველა შიგნით ცდილობდა შეძრომას. შედიოდნენ, მერე გამოდიოდნენ, თითქოს ვერ გადაეწყვიტად უნდოდათ გამგზავრება თუ არა. მე შავ თმიან პატარა გოგოს ველაპარაკებოდი. ხელში რაღაც ეჭირა, ვერ ვარჩევდი რა იყო. იმდენი ხალხი იყო და ისეთი ალიაქოთი, თან ორთქმავლის ბოლი რომ ტყუპებიც დაიკარგნენ. პატარა გოგოს მემგონი სათამაშო დათუნია ეჭირა ან მსუბუქი ჩემოდანი. ძალიან დავმეგობრდით. აქა იქ მისი მეგობრებიც იყვნენ, მაგრამ გოგონა მარტო იყო.მატარებელი დაძრას აპირებდა, ხმაურობდა და ფუთფუთებდა. ორთქმქვლის სამართავი ოთახის ფანჯარაში შევამჩნიე მძღოლი.მატარებელი დაიძრა და პატარა გოგო მას გაჰყვა. ბოლო მომენტში ყველა მატარებლის ვაგონებს მიაწყდა, თითქოს დაძვრის შემდეგ გადაწყვიტა ყველამ ერთად გამგზავრება და მეც მათ შორის. მივაწყდი ვაგონს, მაგრამ ხალხი არ მიშვებდა ახლოს.. მატარებელმა სიჩქარეს მოუმატა და რამდენიმე წუთში აღარ სჩანდა. ლიანდაგზე საშინელი ჩოჩქოლი ატყდა. მეც ძალიან ვნერვიულობდი იმიტომ რომ პატარა გოგო გაქრა, დაიკარგა. ვიცოდი რომ მატარებელს გაჰყვა. და ის ჩემი ერთადერთი სურვილი იყო მატარებელზე მოხვედრის. სად წავიდა? რა ელოდებოდა? ვინ? საშიში ხომ არ იყო იქ? იქ ხომ სულ მარტო აღმოჩნდებოდა! დავრბოდი, ვერ ვისვენებდი და აქაც ჩემ ოთახში ვნერვიულობ, ვერ ვისვენებ.
ჩემ სკამზე ვზივარ და ვწერ.