LENA - 1997

მთვარის შუქი,
ბურუსივით შუქი.
რამდენს გვატყუებს, თამაშობს.
მთვარე თეატრია, კინო, წიგნი, ამბავი, ზღაპარი,
სიცოცხლე რომელსაც ჯერ არ უცხოვრია.
მან იცის ვის რა უფიქრია და ვის რა უგრძვნია,
მაგრამ მან არ იცის მიწის სითბო და არც მზის ალი,
ხანძარი რომელიც გადაწვავს დეკორაციას.
ამ ცეცხლის ბრალია
ეს ბოლი რაც მთვარეა.
როგორ მარტო ვარ მთვარეზე, მთვარესთან ერთად…
როგორ მატყუებს, ნიღბებს მიკეთებს, მღებავს, მაფერადებს და მე მას.
მაგრამ მარტო ვართ ერთად.
უცხო სამყარო გველოდება,
ეს კიდე ისეთი ნაცნობია თავისი დასაწყისით და დასასრულით, წარსულით და მომავლით.
მთვარის მდინარე სხვაა, შავთეთრი, ნაცრის და ჭაღარა.
ცისარტყელაც მდინარეა, ფერების მდინარე
წყლის და მზის, მიწის და ცის.
მიყვარს ჩემი სიკვდილი, როგორც ვიღაც შორეული,
ვინც გადაწყვიტავს რომელ მდინარეში ჩამალბოს, დამბანოს ან ხელნაკეთი ნავივით გამიშვას.
მარტო ვარ, მარტო ვართ.
ვთამაშობ ამ სცენაზე. ასე თუ ისე, მაგრამ დასასრულის მაინც არ მჯერა.
ვერ წარმოვიდგენ და არასდროს არ წარმომედგინა.
მჯერა რომ უსასრულოა შესაძლებლობა!