მწვერვალი და ხეობა - 2020 

მთა უყურებს მთვარეს. მთვარე დასცქერის დაცარიელებულ ხეობას, რომელიც მიწის ფერია, მტვრის ფერი.
აქედან ისე ჩანს თითქოს ხეობიდან ყველა მთის  მწვერვალისკენ წავიდა, მთვარის­კენ შორს, მიწისგან. მტვრისგან შორს.
მთვარეს და მწვერვალს თითქმის ერთი ფერი აქვთ – ფერმკრთალი ცისფერი.
მათ შორის უნდა არსებობდეს სიმივით დაჭიმული, ნიავივით მსუბუქი, მომავალივით უხილავი ხიდი.
ხეობა დაცარიელდა.
მთვარე მტვრის ფერია, მთვარე მტვრის გუნდაა, მიწა – ტალახის.
მთა იზრდება ზემოთ, შორს ცივილიზაციისგან, შორს ვარსკვლავების მტვრისკენ.
იქ სადაც ვერ ამოძვრება, შარვალ-პიჯაკში გახვეული, თვითკმაყოფილებისგან დაბრმა­ვებული,
ფარის ბელადი და მხოლოდ ერთი ორი თუ მისწვდება მთის წვერს მისი ფარიდან..

ფარა არ ჩანს და არავინ იცის ეს ცხვები არიან, მგლების გუნდია, თუ ძაღლების..
სადღაც ღრმად ტყეში, აღმართზე ცდილობს აძრომას გაზულუქებული ბიძნეს მენი.
ის ტალახშია ამოსვრილი და არ იცის ცოცვა. სამაგიეროდ, სულ ცოტახნის წინ,
თავს იწონებდა ტექნოზე მექანიკური თოჯინასავით ცეკვავისას. სპონტანურობის დაძლევა მისი მთავარი მიზანი გახლდათ.
სექსშიც ისე მოძრაობდა, რომ შემდეგი გამოძრავება არ დავიწყებოდა.

და აი მისი გეგმები ტალახშია ისევე, როგორც მისი ცხვირ-პირი. მისი ხეობა ცარიელია, მთაზე კი ვერ ძვრება, ვერ მიცოცავს.
იმიტომ არა რომ მცოცავი არაა. მას უბრალოდ ცოცვა დაავიწყდა. 100 წელი იჯდა სხვის თავზე და განძრევა არ სჭირდებოდა.
ახლა შეშინებული გაურბის ამ მიბრტყელებულ თავებს.
ისინი კი ჩვეული ერთგულებით, დიდი ობივეკტივიანი კამერებით ფოტოებს უღებენ და მის ჯანმრთელობის საკითხს განიხილავენ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ ჩანს, ეს ალბათ იგულისხმება.
‘ეძღვნება პერიოდს როდესაც პეიზაჟი იცვლება..’