BABU - oil on canvas - 40x30 cm. - 2021

ჭავჭანიძე ვლადიმერ (1920-2010) ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს. 1950-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1960-1981წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1969 წლიდან სათავეში ჩაუდგა თსუ-ის თეორიული კიბერნეტიკის კათედრას. 1980-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 20-ზე მეტი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორი. ვ. ჭავჭანიძის შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნული ინტელექტის თეორიის საკითხებს.